28 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის აზრით, მის სრულ რეაბილიტაციას რამდენიმე თვე დასჭირდება

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, რომელიც შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ, დღის ბოლოს მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობს, მას სისუსტე აღენიშნება, თუმცა, წნევა წინა დღეებთან შედარებით დარეგულირებულია. ყიფშიძე, ასევე, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის სრულად გამოჯანმრთელებას, შესაძლოა, რამდენიმე თვეც დასჭირდეს.

"წნევა და სხვა ყველაფერი, ასე თუ ისე, ნორმის ფარგლებშია. რასაკვირველია, რაღაცები კიდე გამოსასწორებელია. ვნახოთ, როგორ იქნება, ეს ხანგრძლივი პროცესია, 4-5 დღეში, ასე ჩქარა არ დამთავრდება. საჭმელი რომ ნორმალურად ჭამოს, ალბათ, დასჭირდება 1-2 თვე, მაგრამ კიდევ სხვა ორგანოების რეაბილიტაციაა საჭირო. ჩემი აზრით, რამდენიმე თვე ნამდვილად,"- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე. 

დღის ამბები