28 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
სად იყიდება და ვინ გასცემს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე - "კურიერი" დღეს იმ აფთიაქებში იმყოფებოდა, სადაც წამლებს უკანონო გზით ყიდიან

ფსიქოტროპული აფთიაქები და მათი უკანონო საქმიანობა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. არაერთი რეიდის მიუხედავად, აფთიაქები მედიკამენტებს კვლავ ურეცეპტოდ გასცემენ, მფლობელები კი, ვისაც ლიცენზიას უუქმებენ, ახალ ანალოგიურ ობიექტებს ხსნიან.

მხოლოდ 2021 წელს რეგულირების სააგენტომ 37 000 ერთეული უკანონო ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო, შესაბამისად 84-ჯერ გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობაც.

ამჯერად ფსიქოტროპული მედიკამენტების ბიზნესი მხოლოდ ჯარიმებით და ლიცენზიის გაუქმებით არ დაისჯება.

ხელისუფლება კანონში ცვლილებების შესატანად ემზადება. ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა მკაცრდება, დამრღვევებს კი, პირველივე ჯერზე შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

წამლების საკონტროლო შესყიდვა დღეს "კურიერმა" სცადა. ფსიქოტროპული აფთიაქი დედაქალაქის სხვადასხვა უბანშია გახსნილი. პრეპარატებიც დანიშნულების გარეშე გაიცემა, მაგრამ მხოლოდ ნაცნობი სახეებისთვის. სააფთიაქე ბიზნესში უკვე იციან, რომ მათი ფუნქციონირების კონტროლი მკაცრდება, ამიტომ დღეს ყველა უცხო მომხმარებელს სხვა მისამართზე ამისამართებდნენ, ხშირ მომხმარებლებს კი ჩვეულებრივ ემსახურებოდნენ.

დღის ამბები