28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
"ბევრმა მათგანმა ისიც კი თქვა შვილი გამიცოცხლეთო" - თაკო ფხაკაძე წიგნი "გმირის" შექმნის შესახებ

გადაცემა "ფარული კონვერტის" სტუმარი "რუსთავი 2-ის" მმართველი დირექტორი თამარ ფხაკაძე იყო. მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი უკავშირდება. მათგან ერთ-ერთია წიგნი "გმირი", რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ისტორიებს აერთიანებს.

გადაცემის ერთ-ერთი თემა სწორედ პროექტი "გმირი" იყო. თამარ ფხაკაძემ გაიხსენა, თუ როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა, როგორ განხორციელდა და რა გამოხმაურება ჰქონდა მას ქართველი გმირების ოჯახების მხრიდან.

თაკო ფხაკაძის თქმით, ქართველი გმირების ისტორიების შეგროვების იდეა მას საზღვარგარეთ ყოფნისას მოუვიდა:

"მაშინვე ვიფიქრე, რომ მოვაგროვებდით მათ სახელებს და გვარებს, მათ პატარა ბიოგრაფიებს,  იმიტომ რომ ვერ მოასწრეს მეტის დაგროვება... მაგრამ დააგროვეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ფოტოებიც კი არ ჰქონდათ, ბევრ მათგანს ჰქონდა შავ-თეთრი... პასპორტის ფოტო. მათი ოჯახების ემოცია, რომ გენახა როგორ მიიღეს ეს წიგნი, ბევრმა მათგანმა ისიც კი თქვა შვილი გამიცოცხლეთო,"- ამბობს თაკო ჩხეიძე.

დღის ამბები