28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ინდოეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა​

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

30 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა სტიქიამ დაანგრია სახლები, დატბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელი იზოლაციაში მოექცა.

საცხოვრებელი სახლებიდან 58 ათასი ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სინოპტიკოსები კვირის ბოლოსთვის ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

დღის ამბები