28 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
30 მილიონი დოლარი ჯარიმის სახით - სოლიდური თანხის გადახდა კევინ სპეისს "ბანქოს სახლის" გადამღები სტუდიისთვის მოუწევს

ჰოლივუდის მსახიობს, კევინ სპეისს სასამართლომ 30 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.

მას აღნიშნული ჯარიმის გადახდა სერიალ "ბანქოს სახლის" გადამღები სტუდიისთვის მოუწევს. საქმე ეხება იმ ზარალს, რომელიც სტუდიას მსახიობის სერიალიდან გათავისუფლების შემდეგ მიადგა.

სპეისსა და ნეტფლიქსს შორის გზები 2017 წელს მას შემდეგ გაიყარა, რაც 20-მა ახალგაზრდა მამაკაცმა მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.


დღის ამბები