28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ოქსფორდის მეცნიერი - კოვიდ 19 ვაქცინირებულების დაავადება აღარაა

კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება, - Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოში მყოფი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ძირითადად არავაქცინირებული პირები არიან.

მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ათასობით ადამიანის დაინფიცირებას განაგრძობს, სრულად ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

"ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება, როგორც ჩუმი ეპიდემია, რომელიც ხილვადი ხდება სუნთქვისთვის მებრძოლი პაციენტების სურათებში. ეს მუდმივი საშინელება რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, ძირითადად, არავაქცინირებული ადამიანებით შემოიფარგლება. ზოგადად, კოვიდ-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. ვაქცინები ზღუდავენ მის სულის შემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა", - აღნიშნა ენდრიუ პოლარდმა.  

დღის ამბები