28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ დეკემბრამდე 6 თვის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება - NCDC

6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 1 დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ის ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ადგილობრივ პოლიკლინიკებს მიმართონ.

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა," – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე კერძო სექტორმა შეისყიდა.

დღის ამბები