სომხური მხარე აზერბაიჯანის საზღვართან სროლის შესახებ იუწყება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 ნოემბრის საღამოს გეგარქუნიკის რაიონის სოფელ ნორაბაკთან, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რასაც 19 წლის სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცეცხლის გახსნას უარყოფს აზერბაიჯანული მხარე და აცხადებს, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურია.