ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური "ლუკიოლი" დააყაჩაღეს. კურიერის ინფორმაციით თავდამსხმელებმა 200 ლარამდე თანხა წაიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.