28 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
მუცლის ძლიერი ტკივილი და ყურის ანთებითი პროცესი - რა განსხვავებული სიმპტომები აქვთ პაციენტებს, როდესაც ერთდროულად 2 ვირუსით ავადდებიან

საქართველო 100 000 მოსახლეზე კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ნოემბრის ბოლოს კი, კორონავირუსს უკვე სხვა სახის ვირუსული ინფექციები დაერთო.​

განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს და მოზარდებს. კლინიკებში მათი ნაწილი COVID-19-ის დელტა შტამთან ერთად, სხვადასხვა ვირუსის, მათ შორის ნაწლავური ინფექციის გამო ხვდება. ერთმანეთზე დართული ვირუსები კი, მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

COVID-სთვის უჩვეულო სიმპტომი შესაძლოა ინფექციის საწყის ეტაპზე მიუთითებდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი კორონავირუსს თან ერთვის, როგორც ნაწლავური ინფექცია, მათ შორის რინოვირუსები. ასეთ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, როგორც ორმხრივი პნევმონია, ასევე მუცლის ძლიერი ტკივილი და შესაძლოა ყურის ანთებითი პროცესიც განვითარდეს. ექიმების რეკომენდაციაა, რომ ასეთ დროს, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. განსაკუთრებით საყურადღებოა 1 წლამდე ბავშვები და ასევე, 10-დან 15 წლამდე მოზარდები. 

დღის ამბები