28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბრამდე საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

24 ნოემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალ მთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში). იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 25 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-26 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 27 ნოემბერს კი გამოიდარებს და შედარებით დათბება.

დღის ამბები