28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
პროექტ "ახალი ტფილისის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. თბილისის განვითარების ფონდი სამუშაოებს ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამუშაოების ღირებულება 4 501 000 ლარს შეადგენს.

კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

"დღეს, ანტონ კათალიკოს 2, 30 და 40 ნომრებში, ასევე, ერეკლეს 6 ნომერში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე ხდება ახალი სახლის აშენება, ვინაიდან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. 2022 წლის ზაფხულისთვის მთლიანად დამთავრებული იქნება ოთხივე სახლი, დაახლოებით 30 ოჯახი გვყავს დროებით ქირით გაყვანილი. რა თქმა უნდა, აღდგენითი სამუშაოებით შენობას პირვანდელ სახეს დავუბრუნებთ ,“- განაცხადა კახა კალაძემ

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა "თბილისის განვითარების ფონდის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ. მისი თქმით, ეს არის იმ პროექტებიდან ერთ-ერთი, რომელსაც თბილისი განვითარების ფონდი ასრულებს. მანვე ისიც აღნიშნა, რომ შენობები, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, არის ისტორიული ძეგლი, გამომდინარე აქედან, სრულად აღდგენას ექვემდებარება.

დღის ამბები