28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტია "ოცნებასა" და ენმ-ს წინადადებით მიმართავს - პარტია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს

პარტია "საქართველოსთვის", იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ასეთ კონფიგურაციაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან. მანამდე, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", საკრებულოებში საკადრო შემადგენლობის დაბალანსების მიზნით ღია მოლაპარაკებები შესთავაზა.

"ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე - როგორც "ოცნება", ისე "ნაციონალური მოძრაობა", პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში,"- განაცხადა პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები