რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციით, პუტინი ამერიკასა და ნატოს ჭადრაკს ეთამაშება.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ის ცდის ევროკავშირის ერთიანობას, ნატოს მოკავშირეების ერთიანობას, ჩვენს საზოგადოებას, ცდის უკრაინელებს, პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, ეს არ იქნება ის, რაც ყირიმში მოხდა, ეს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა იქნება"- აღნიშნა რეზნიკოვმა.
ის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, ნებისმიერი განახლებული აგრესიის შემთხვევაში კრემლს პასუხისმგებლობა დააკისრონ.