28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ღონისძება 10 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს სახელით კი აღნიშნულ სამიტში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

"საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები