28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნარკომანიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის პროცესი უფრო მეტად გამკაცრდება:

"ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა. ამაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები