28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
3 მილიონზე მეტი ღირებულების მომსახურების ყალბი დოკუმენტები - დაკავებულია პირი, რომელიც 8 კომპანიას მართავდა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზარალი ნახა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებული - 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი პასუხისმგებელია ჯამში სამ მილიონზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი დოკუმენტების შედგენაში.

დღის ამბები