იერუსალიმში თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. თავდამსხმელი პალესტინური რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" წევრია, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე გაანეიტრალეს.
შემთხვევას ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა; სამართალდამცველებს კი მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა მორიგი შესაძლო თავდასხმების პრევენციისთვის მზად იყვნენ.
ავტორი: თიკო ცერცვაძე