28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
საპროტესტო აქცია რაჭაში - რიონის ხეობის მცველები ისევ გამოჩნდნენ

რიონის ხეობის მცველები ისევ გამოჩნდნენ - ამჯერად, რაჭაში, სოფელ შქმერთან ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიზნით, 150 ჰექტარი ტერიტორიის გადათხრის გადაწვეტილებას აპროტესტებენ.

ადგილობრივებთან ერთად პროტესტს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები შეუერთდნენ. მათი თქმით, მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი.

როგორც ცნობილია, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით 10 წლის ვადით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გასცა.

დღის ამბები