პოლონეთი ბელარუსს მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ტაქტიკის შეცვლაში ადანაშაულებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს, ადამიანთა მცირე ჯგუფებს უფრო მეტ ლოკაციაზე ამისამართებენ. მარიუშ ბლაშაკის თქმით, თავდასხმები ბელარუსის სამსახურების მიერ არის მართული.
დასავლური სახელმწიფოები ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბელარუსის ლიდერი, მიგრანტებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლის ცრუ დაპირებებს გასცემს, რითაც მათ საზღვარზე თავმოყრას ხელს უწყობს.