28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
საკვების მიღების გეგმა და რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა - როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

უკვე მეორე დღეა, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, რომელმაც 50 დღე იშიმშილა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო პროცედურა იმ პროტოკოლის მიხედვით უტარდება, რომელიც კონსილიუმმა შეადგინა. სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ადგილზე გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ანალიზების პასუხებს. 

გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდნენ კონსილიუმის წევრები. მათ დასახეს კონკრეტული გეგმა კვების მიღების პროცედურებისა, რომელიც 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ საკმაოდ სახიფათოა და საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას. კონსილიუმის წევრებმა, ასევე, განაცხადეს, რომ შეშფოთებულები არიან ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობით.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების მკაცრი ზომებია მიღებული: ჰოსპიტალთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება-გაჩერება.

ჰოსპიტლის ტერიტორიაზე შედიან მხოლოდ სპეციალური ავტომობილები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგითი პაციენტების მიღება ჰოსპიტალს არ შეუზღუდავს. 

 

დღის ამბები