სომალიში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. შემთხვევა მოგადიშუს ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა.
დაღუპული ცნობილი ადგილობრივი ჟურნალისტია. დაშავებულთა შორისაა სომალის ეროვნული ტელევიზიის დირექტორი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება "ალ-შაბაბმა" აიღო.