28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
უკრაინას "გაზპრომთან" ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

უკრაინას "გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს,  ამჟამად კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, უკრაინა ევროპაში გაზის კრიზისის დასტაბილურების მიზნით "ბუნებრივი აირის ფონდის" შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის გამოყენებასაც ევროპა ზამთრის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში შეძლებს. 

დღის ამბები