28 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს მივცემდი ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას- მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოს, მსჯავრდებულ პრეზიდენტს პატიმრობის გარეშე, თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას მისცემდა:

"მისი რეაბილიტაცია საკმაო ხანი უნდა, ამიტომ ჩემი გულწრფელი აზრია როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს მივცემდი უფლებას მკურნალობის ამ ციხეების გარეთ, თავისუფლებად მკურნალობის შესაძლებლობას. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ზოგად მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტოკოლის შესაბამისად კვება უკვე დაიწყო, თუმცა ნევროლოგიურ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, გარკვეული სტრესული სიტუაცია შეიქმნა დილით, როდესაც ბადრაგმა მიხეილ სააკაშვილს ფანჯრის გახსნის საშუალება არ მისცა. ამასთან ექიმი ამბობს, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის ჰოსპიტლის პერსონალს.

დღის ამბები