არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. დუბაიში პლანეტის უძლიერესი კარატისტები შეიკრიბნენ და მედლები სხვადასხვა წონით კატეგორიებში გაითამაშეს. ყველაზე პრესტიჟულ სახეობა კუმი-ტეში, 84 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, საქართველოს საუკეთესო კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან იტალიელი სპორტსმენი დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა.