ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჭითაწყარის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.