28 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
იმედი გვქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება - კონსილიუმის წევრი ნევროლოგი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ სანდრო ცისკარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა კვლავ საჭიროა აქტიური მონიტორინგი.

"რეფიდინგის პროტოკოლი  შეთანხმებული და დაწერილია, ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა იმსჯელეს ამაზე და შეათანხმეს მკურნალ ექიმებთან. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს. გუშინდელთან შედარებით გარკვეული პოზიტიური დინამიკა აღინიშნება, თუმცა რჩება გარკვეული ცვლილებები. იმედი გვქვს, რომ ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ შეგვიძლია მოდუნება და მშვიდად ყოფნა. უნდა იყოს პარამეტრების აქტიური შემოწმება და მონიტორინგი. ამის ფონზე ჩვენ ველოდებით, რომ მოხერხდება გართულებების თავიდან აცილება,"- განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 50 დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დღის ამბები