ქართული კინო 1920-იან წლებში - დღეს აიღო სტარტი ერთთვიანმა პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც ეროვნული არქივის კინოდარბაზში ქართულ ფილმებს, ახლად გაციფრულებულ ფორმატში უჩვენებენ.
სეანსების გარდა, იგეგმება საჯარო ლექციების სერიაც, კინო მოყვარულებისთვის კი კიდევ ერთი სიახლე - ახალი წიგნია, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული ფილმების შესახებ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს.