28 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
გასართობი და წამახალისებელი ღონისძიებები გურჯაანსა და მარნეულში - გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის ტემპში მცირედი პროგრესია

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის ტემპში მცირედი პროგრესია. ბოლო 24 საათში 7293 ადამიანი აიცრა, თუმცა მოთხოვნა ჯანდაცვის სექტორის მხრიდან გაცილებით მაღალია - დაავადებათა კონტროლს დღეში 30 ათასი ადამიანის აცრა სურს და იმუნიზაციის პროცესის წასახალისებლად სხვადასხვა აქტივობას მართავს.

გასართობ ღონისძიებებს დღეს კახეთმა და ქვემო ქართლმა უმასპინძლეს, რა დროსაც მოქალაქეებს მობილურ ამცრელ პუნქტებში ვაქცინაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. 

დღის ამბები