28 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
როდის დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი - მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტმა პოლიტიკური დავა ახალ ფაზაში გადაიყვანა

"სააკაშვილს 9 აგვისტოს თვითონ აქვს ხელი მოწერილი ბრძანებაზე, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ექსპრეზიდენტი, 7 აგვისტოს, მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დაჭრილი ჯარისკაცების მოსანახულებლად იმყოფება.

გია ვოლსკის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება და ხელისუფლების კრიტიკა 8 აგვისტოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

ვოლსკიმ დღეს ისიც თქვა, რომ ძალისგან, რომელმაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში ომის დაწყება ქართველ სამხედროებს დააბრალა გასაკვირი არაფერია.

როდის დაიწყო ომი? - ამ კითხვაზე სააკაშვილის სტატუსის შემდეგ, პასუხის გაცემა "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ისურვეს. პარტიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დღეს სახელმწიფოს მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება, რის წინააღმდეგაც კონსოლიდირებული ბრძოლა აუცილებელია. თუმცა, ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერათ მმართველ გუნდში.

წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს აცხადებდა და ამბობდა, რომ მმართველი ძალა 8 აგვისტოს ომის თარიღად გამოცხადებით, ისტორიის გადაწერას ცდილობს.

დღის ამბები