28 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
შეიცვლება თუ არა პროტესტის სტრატეგია - რა საკითხები დადგა ოპოზიციის დღის წესრიგში სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდობიანი პროტესტის სტრატეგიას ისევ ძალაში ტოვებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგში ახლა სხვა საკითხები დგას - ვადამდელი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. როგორია სამოქმედო გეგმა ჯერ დაკონკრეტებული არ არის ცნობილია, მხოლოდ ის, რომ აქციები არ გაგრძელდება გორის ჰოსპიტალთან.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებენ. განსხვავებით ლელოსგან, რომელმაც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული პროტესტის გაგრძელება მმართველ გუნდში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ მოთხოვნების შესრულების შემდეგ მათი ოპონენტების დღის წესრიგი მაინც არ იცვლება. განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციური პარტიების განცხადებები და მოთხოვნები "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი არგუმენტია მათ რადიკალიზმზე სასაუბროდ.

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც .

"მივესალმებით ინფორმაციას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის და მის მიერ შიმშილობის დასრულების შესახებ," - სენატორებმა ჯინ შაჰინმა, ჯონსონმა, რიშმა და კარდინმა პოზიცია ტვიტერში დააფიქსირეს.

სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება ევროკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას პოზიტიურად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი პროგრესისთვის. 

დღის ამბები