28 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ანტიბიოტიკი უნდა ინიშნებოდეს და უნდ გაიცემოდეს რეცეპტით - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ ანტიბიოტიკების არასწორ გამოყენებაზეც ისაუბრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, აცხადებს რომ მსგავსი პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს, მით უმეტეს იმ ფონზე როცა უკვე ცნობილია, რომ ანტიბიოტიკთა გარკვეული ჯგუფის მიმართ ზოგი შტამი რეზისტენტულია

"ანტიბიოტიკები მიეკუთვნება იმ აღმოჩენას და გარღვევას  მედიცინის ისტორიაში, რომელიც შედის ყველაზე დიდ გარღვევათა სამეულში, ხუთეულში ვაქცინებთან ერთად. თუ ექიმები არ დაგინიშნავენ ანტიბიოტიკს ნუ მიიღებთ, იმიტომ რომ ანტიბიოტიკი უნდა ინიშნებოდეს და უნდ გაიცემოდეს რეცეპტით. არ შეიძლება რომ წავედი აფთიაქში ვიყიდე ანტიბიოტიკი და დავლიე. ანტიბიოტიკს ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანია და მოიტანს, მაგრამ სამწუხაროდ ასევე გაჩნდა ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული შტამები და უკვე სხვა ანტიბიოტიკები მასზე ვეღარ მოქმედებენ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები