ჯო ბაიდენი თავს კარგად გრძობს და საპრეზიდენტო მოვალეობების შესასრულებლად შესაფერის მდგომარეობაში იმყოფება. თეთრი სახლი, შტატების პრეზიდენტის პირადი ექიმის დასკვნას აქვეყნებს, სადაც წერია რომ ბაიდენს გეგმიური კოლონოსკოპიის პროცედურა ჩაუტარდა.
კონსტიტუციის თანახმად, ჯო ბაიდენმა ხელისუფლება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, იმ მცირე დროით გადასცა, როდესაც ის ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა. ამ გზით, შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქალს პრეზიდენტის ძალაუფლება მიენიჭა.
ბაიდენი შტატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია.