პარიზის ცენტრში ხანძარია, ოპერა გარნიეს მახლობლად კაპუცინების ბულვარზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის კონტროლქვეშ მოქცევა მალევე შეძლეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია,
პოლიციამ უსაფრთხოების პერიმეტრი შემოსაზღვრა და ოპერის მოედანი ჩაკეტა. დაიკეტა ამავე მოედანზე არსებული მეტროსადგურიც.