მიგრანტების კრიზისი ბელარუსი პოლონეთის საზღვარზე. როგორც ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბელარუსის სამართალდამცველები მიგრანტებს პოლონეთში გადასვლაში ეხმარებოდნენ, მაგრამ როგორც ლუკაშენკო ამბობს, მიგრანტები მას ბელარუსში არ მიუწვევია.
"მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ არ დავაკავებ მიგრანტებს საზღვარზე და თუ ისევ ჩამოვლენ, არც სამომავლოდ გავაკეთებ ამას, რადგან ისინი არა ჩემს ქვეყანაში, არამედ ევროპის ქვეყნებში მიდიან," - აღნიშნული განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკომ BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.