28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა" - დავით სერგეენკო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო "დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებო იყო.

როგორც დავით სერგეენკომ "ღამის კურიერში" აღნიშნა, როდესაც ელენე ხოშტარია მოინახულა, შიმშილობის შეწყვეტა ურჩია. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში, მე ის ვინახულე სამი დღის წინ და მას უკვე გამოხატული ჰქონდა მოვლენები, ძალიან საყურადღებო იყო მისი მდგომარეობა. მე ძალიან დაძაბული ვიყავი მის მდგომარეობაზე და რეალურად, ძალიან მიხარია, რომ უკვე რეაბილიტაციის პროცესშია ჩართული,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები