28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
წამახალისებელ კამპანია - პენსიონერები, რომლებიც წლის ბოლომდე ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ 

ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქიდან ჩაერთნენ. ის პენსიონერები, რომლებიც წლის ბოლომდე ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, ავტომატურად 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ. ერთ-ერთი პირველი იყო დედაქალაქი, სადაც კამპანია პენსიონერების თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში სტიმული აღმოჩნდა. 

დედაქალაქის გარდა, ვაქცინირებული პენსიონერებისთვის კუთვნილი კომპენსაციის გაცემა დაიწყო ლანჩხუთშიც, სადაც აცრის მსურველთა რიცხვმა იმატა, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 11 ათასზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული.

დღიურად 200-მდე ადამიანი იცრება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ადგილზე ძალაშია დანამატის გაცემის პროგრამა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიონერები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გადაწყვეტენ აცრას, თანხას უკვე მომავალ წელს მიიღებენ.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან დღემდე პირველი დოზით 21 ათასზე მეტი პენსიონერია აცრილი. ამ დროისთვის, თანხა ნახევარზე მეტს ჩაერიცხა, რაც 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

დღის ამბები