28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში" - სალომე ზურაბიშვილი

გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს არის ადგილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების კუთხით. 

აქვე, პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. 

"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.

ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს." - წერს სალომე წურაბიშვილი

 

დღის ამბები