28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვს, თუმცა მას აქვს ერთი პირობა - ეკა ხერხეულიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს სურს გარეთ მყოფი ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რომლებიც მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ეს მიხეილ სააკაშვილის არჩევანი არ არის.

როგორც ეკა ხერხეულიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულთან და ადვოკატ ნიკა გვარამიასთან ერთად გაივლის ტექნიკურ დეტალებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია გაახმოვანებს.

"სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას.

მაგრამ, ის, რაც დღეს ყველას გვაღელვებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

დღის ამბები