28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, უკვე აღარ საჭიროებს დისკუსიას - კელი დეგნანი

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა. როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი, მას უნდა მიეცეს საშუალება ყველა სათანადო მკურნალობის.

"ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, უკვე აღარ საჭიროებს დისკუსიას, რომ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადაიდგას მისი მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთა გუნდს. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული და ის საჭიროებს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას, იმისათვის, რომ რაც მოხდა ის აღარ განმეორდეს. ამ საკითხზე დიდ ყურადღებას ამახვილებს არამხოლოდ შტატების საელჩო, ასევე საქართველოს მეგობარი სხვა ქვეყნებიც. ჩემთვის რთული გასაგებია, რატომ არ არის მიღებული საჭირო ზომები იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული იქნას,“ - ამბობს კელი დეგნანი.

მსგავსი შეფასება ჰქონდა ევროკავშირის ელჩსაც. კარლ ჰარცელის თქმით, შესაბამის ქმედებებზე გადასვლის დროა.   

"მე მეტად დამოკიდებული ვარ მნიშვნელოვან აქტორებზე, რომლებიც ემსახურებიან მიხეილ სააკაშვილის საქმის ირგვლივ მეთვალყურეობაზე. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმის ზედამხედველობასთან და მისი უფლებების დაცვასთან არის დაკავშირებული.

ეს შეეხება ასევე ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისა  და რეკომენდაციების შესრულებას. ეს გადამწყვეტია. ვფიქრობ, ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ასევე ევროკავშირს აშფოთებს. როცა საქმე ეხება ამჟამინდელ სიტუაციას, მჯერა, დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან მოხდეს შესაბამის ქმედებებზე გადასვლა, რათა შექმნილი სიტუაცია მოგვარდეს ეროვნული, საერთაშორისო უფლებებისა და მოვალეობების საფუძველზე,“ - ამბობს კარლ ჰარცელი.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები