28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
დარწმუნებული ვარ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, უნდა დაელოდონ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, რა პოზიცია ექნება მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

როგტორც ენმს- თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი.

"მე დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი. რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია მისთვის და ყველაზე კარგად მან იცის, რომ მის სიცოცხლესთან დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობა. მე ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ანზორ მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დათანხმდეს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით და აქვთ კარგი აპარატურა.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

 

დღის ამბები