28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
შევალთ მიხეილ სააკაშვილთან და გავარკვევთ, დაველოდოთ მის პოზიციას - ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მიხეილ სააკაშვილთან შედიან

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილების მიღებამდე ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა - გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში სულ ცოტა ხნის წინ შევიდა ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ადგილზე წუთი-წუთზე მივა საკონსულოს წარმომადგენელიც. სავარაუდოდ გადაწყვეტილება, გადავა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში, სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი:

"მე დამირეკეს სასჯელაღსრულებიდან და მთხოვეს მოსვლა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად. ის მალე მოვა. შევალთ მიხეილ სააკაშვილთან და გავარკვევთ. დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები