28 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არის, ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა შეთავაზებას ექსპრეზიდენტი

თუ ყოფილი პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას მიიღებს, მას  გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ.

რაც შეეხება ამ დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს - გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, ის ემსახურება, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევაა შესაძლებელი.

გორის ჰოსპიტალში 6 საათზე ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. 

შეგახსენებთ, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრისგან დღეს მიიღო.

დღის ამბები