28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
სანამ მიხეილ სააკაშვილს ნიკა გვარამიასთან და უკრაინის კონსულთან არ ექნება შეხვედრა, მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი არ გადაწყდება - ეკა ხერხეულიძე

მიიღებს თუ არა თავად მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას და გადაიყვანენ თუ არა მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში - ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია ჯერ უცნობია. მასთან თანაგუნდელებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ამ წუთებში ელოდება მე-18 დაწესებულებაში მისული ეკა ხერხეულიძე. 

"მიხეილ სააკაშვილმა მოთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არც ერთ შემთხვევაში არ გადავა ის აქედან. მას აქვს გამოცდილება იმის, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯზე ტყუის და შეუძლიათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ თუკი ამას ვინმე შეუკვეთავს. მას არანაირი ნდობა არ გააჩნია და ამიტომ, ამ ადამიანების თანდასწრებით უნდა შესრულდეს ეს აქტი. თუ დაიგვიანებენ, პირდაპირ ვამბობ, რომ ვითარება გაუარესდება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ეკა ხერხეულიძე. 

დღის ამბები