28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება საავადმყოფოში გადაყვანილი, მანამდე არ დაიშლება აქცია - ნიკა მელია

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება საავადმყოფოში გადაყვანილი, მანამდე ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება არაძალადობრივი ბრძოლის შედეგია.

"გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. თქვენმა ბრძოლამ, თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად საათობრივად აკეთებს მხარდასაჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. რომ არა ეს ბრძოლა, მერწმუნეთ არცერთი განცხადება დღეს არ გაკეთდება,"  - განაცხადა ნიკა მელიამ.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.  მე-3 პრეზიდენტი ამ დრომდე გლდანში, მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

 

დღის ამბები