28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი - კელი დეგნანი სააკაშვილზე

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რაიმე სახის დისკუსია ან დებატი საჭირო არ არის. 

კელი დეგნანის განცხადებით, უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გასცა და მისთვის გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება:

"ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა სათანადო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რაღაც რაც მოხდა აღარ განმეორდეს.

მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება," - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

დღის ამბები