28 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ელენე ხოშტარიას დედა: მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სწორედ ამ მოთხოვნით შიმშილობს მისი შვილი უკვე მე-17 დღეა, დღეს კი ელენე ხოშტარიამ მედიკამენტებსა და გადასხმებზეც უარი თქვა.

"მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის და ყველამ ვიცით, სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი. მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა  საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები! დღეს ჩემი შვილის - ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოსთვის, ყველა საქართველოს მოქალაქისთვის," - განაცხდა ირინა გუნცაძემ.

დღის ამბები