28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
Amnesty International: მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებულ მოწოდენაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია. 

"მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს ასრულებს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ უნდა შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა,"- წერია Amnesty International-ის twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები