28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
​ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ გელა გოჭოშვილს 1 წლიანი პატიმრობა შეუფარდა - შეხვედრა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა

უკანონოდ დაკავებულებზე, ე.წ. ბორდერიზაციასა და ახალგორის კრიზისზე ერგნეთში იმსჯელეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 103-ე შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა.

ერთ-ერთი საკითხი, რაც ქართულმა მხარემ დააყენა, დაკავებული გელა გოჭოშვილის გათავისუფლება იყო.  ცნობილი გახდა, რომ გოჭოშვილს, რომელიც, ოკუპანტებმა 14 აგვისტოს გაიტაცეს, ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ ერთ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და კონტრაბანდის გადატანას ედავებიან. 

დღის ამბები