28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"ჩემი აზრით, ორივე კონსილიუმის წევრებმა შეძლეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშაოს სააკაშვილის გადაყვანაზე" - ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროში ორი კონსილიუმის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კონსილიუმის წევრები მედიასთან განმარტავდნენ, რომ ორივე კონსილიუმის წევრები ერთხმად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ჯანდაცვის მინისტრი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნებოდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

როგორც კონსილიუმის წევრები აღნიშნავენ, მათ დარჩათ პოზიტიური განწყობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები იზიარებენ ექიმების პოზიციას, თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ მათ იციან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის. 

"გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, ჩემი აზრით, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა,"- აღნიშნა ერთ-ერთი კონსილიუმის წევრმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ.

შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, მთავრობისა და ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრები ესწრებოდნენ, 2 საათს გაგრძელდა. 

დღის ამბები